Friday, May 4, 2012

საინტერესო ფაქტები სოლიკო ვირსალაძეზე

   როგორც მისი ახლობელი და მასთან ერთად მოღვაწე ადამიანები აღნიშნავენ სოლიკო იყო ძალიან ჯიუტი,შეიძლება ითქვას თავისებური ადამიანი.მეტად საინტერესოა ფაქტი,რომ მას  75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლენინის ორდენი მეორედ მისცეს. მაშინ ცკ–ის პირველი მდივანი შევარდნაძე იყო. საღამოს ტელევიზიიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე მივიდა და ჰკითხა, ბატონო სოლიკო, მადლობას როგორ ეტყვითო. უპასუხა, ერთი წუთით მოიცადეთო. გამოუტანა ის ორდენი და უთხრა, აჰა და წაიღეთო. სცენაზე თავის დასაკრავად ძალით გაჰყავდათ.
   ერთ–ერთ ინტერვიუში მისი დისშვილი, მანანა ხიდაშელი ასეთ ფაქტს იხსენებს,რაც ასევე მის უჩვეულო ხასიათან და თავმდაბლობასთან არის დაკავშირებული," ერთხელ ვახტანგ ჭაბუკიანმა სცენაზე ხელში აყვანილი გაიყვანა და "დადგა"."
    ასევე მისი დისშვილი აღნიშნავს,რომ იგი თავს არ ზოგავდა და რომ,სუხიშვილების კოსტიუმების კერვისას, თითოეული ქსოვილის ფერს თავად არჩევდა,ხოლო კოსტუმებს თავისი ხელით კერავდა.
     აჭარული კოსტიუმი სოლიკოს  შექმნილია, მანამდე ამ ცეკვის კოსტუმი საერთოდ არ არსებობდა,ასევე სიმდის კოსტუმი ამიტომ თავისუფლად შეიძლება ითქვას,რომ იგი "სუხიშვილების" ერთ–ერთი შემქმნელია რადგან,იგი ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ამ ანსამბლთან და დიდი ღვაწლი მიუძღვის მის წარმატებაში."აჭარულის" ცეკვისას სცენაზე ქალები რომ გამოდიოდნენ, არ ყოფილა შემთხვევა, მაყურებელს ტაში არ დაეკრა.
     მისი დიშვილი ასევე იხსენებს სოლიკოს მონაყოლს,რომ ის ოპერაში შუშის მოსართავ ქვებს იპარავდა და ანსამბლის კოსტიუმებისთვის იყენებდა.


წყარო: სტატია საინტერესო ფაქტებით სოლიკო ვირსალაძეზე  2009-07-13  12:01:13

No comments:

Post a Comment